29 სექტემბერი 2024,   03:02
ვრცლად
ერევანში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი

სომხეთის დედაქალაქში აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედია, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, წერს, რომ დაღუპულია ცოლ-ქმარი - აიკ სოგომონიანი და გაიანე ეგოიანი.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, აფეთქება ნაქირავებ სახლში გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

სპეციალური ტექნიკის დახმარებით, ნანგრევებიდან ამოიყვანეს კიდევ ორი ადამიანი - 1938 წელს დაბადებული ქალი და 1994 წელს დაბადებული კაცი. ექიმების თქმით, მოხუცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კაცის კი - მძიმე.

დღის ამბები