29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს უთვალთვალებდა - ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ავრცელებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს უთვალთვალებდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი ,"ბიჰუს ინფო" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი დეპარტამენტი მათზე ჯაშუშობდა.

სპეცსამსახურიდან გაშვებული თანამშრომლების ნაწილმა, მოგვიანებით, ჟურნალისტებზე თვალთვალში მონაწილეობა დაადასტურა. მიზეზად მათ დაასახელეს ეჭვი, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი შესაძლოა "ნარკოდილერების კლიენტი" ყოფილიყო.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ მოიპოვეს სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრები. ვიდეოში ჩანს ჯგუფი, რომელიც იმავე სასტუმროს ნომრებს ჯავშნის, სადაც ჟურნალისტები იმყოფებიან. მოგვიანებით, მედიის წარმომადგენლებმა სასტუმროს ნომრებში დამონტაჟებული კამერები იპოვეს.

"ბიჰუს ინფომ" გაარკვია, რომ ოპერაციას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იგორ კრავჩენკო ხელმძღვანელობდა. სპეცსამსახურის მოქმედი თანამშრომლები თვალთვალის პროცესში მონაწილეობას უარყოფენ.

ჟურნალისტებმა ასევე აღმოაჩინეს უსაფრთხოების სამსახურის კიდევ სამი თანამშრომელი, რომელიც, მათი ინფორმაციით, თვალთვალში მონაწილეობდა.

 

დღის ამბები