29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ისრაელის სამხედროები შეტევას აფართოებენ - რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის სამხედროები შეტევას აფართოებენ, როგორც ღაზის სამხრეთით, ასევე ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში. მშვიდობიან პალესტინელებს მოუწოდებენ, დატოვონ სამიზნე უბნები, თუმცა, მიდის თუ არა ადრესატამდე ინფორმაცია უცნობია, რადგან ღაზის დიდ ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტსა და მობილურ კავშირებზე.

გაერო-ს გენერალური მდივნის თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი გამოიძიებს პალესტინელთა ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს.

ანტონიო გუტიერეშის თქმით, ჯგუფს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი უხელმძღვანელებს.

სააგენტოს რამდენიმე ქვეყანამ დაფინანსება შეუჩერა. მიზეზი ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო, რომ სააგენტოს თანამშრომლები ისრაელის წინააღმდეგ 7 ოქტომბრის თავდასხმებში მონაწილეობდნენ. ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც მძევლების, ჰუმანიტარული და კონფლიქტის შემდგომი გავრცელების პრევენციის საკითხებს განიხილავს. ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროსაც ეწვევა.

 

დღის ამბები