29 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
იაპონიაში ტოჩინოშინის კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილ მიღებაზე ანსამბლი "რუსთავი" წარსდგა

იაპონიაში ქართველი სუმოისტის, ლევან გორგაძის (იგივე ტოჩინოშინის ), კარიერის დასრულებისადმი მიძღვნილ მიღებაზე ანსამბლი რუსთავი წარსდგა. განსაკუთრებული იყო "რუსთავისა" და იაპონელ მოყვარულთა გუნდ "გეინო-იამაშიროგუმის" ერთობლივად შესრულებული ქართული "მრავალჟამიერი".

საზოგადოებას მიმართეს კულტურის მინისტრის მოადგილემ, საქართველოს ელჩმა იაპონიაში, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ. მათ ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე.

დღის ამბები