29 სექტემბერი 2024,   03:43
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთით, ფრონტის წინა ხაზზე დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში, ომში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. გოჩა ჟვანიასა და ზურაბ წიკლაურის ცხედრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. ისმოდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები.

ორივე მებრძოლი უკრაინის აღმოსავლეთით, ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპა. ისინი უკრაინაში, ქართული ლეგიონის შემადგენლობაში, 2014 წლიდან იბრძოდნენ.

დღის ამბები