29 სექტემბერი 2024,   03:44
ვრცლად
უხვმა ნალექმა დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში გზებზე გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა

მცხეთა-მთიანეთში საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება. უხვმა ნალექმა დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში გზებზე გადაადგილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცენტრალური, ასევე სოფლებს შორის დამაკავშირებელ გზებზე, იყრება ქვიშა-მარილის ნარევიც.

 
პარალელურად, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, უამინდობის გამო შეწყვეტილი ელექტროენერგიის აღსადგენად. 
დღის ამბები