29 სექტემბერი 2024,   03:43
ვრცლად
"ძალიან დიდი მასა, მთის ფერდობია მოწყვეტილი - დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში მთის ფერდობის ძალიან დიდი ნაწილია ჩამოშლილი.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის ტერიტორიის 70% ჯერ კიდევ გასასუფთავებელი რჩება.

"ამ დროისთვის, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, ნაპოვნია ოთხი ადამიანის ცხედარი. მიმდინარეობს ხუთი დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, დამატებით ხდება ტექნიკის მობილიზება. დაახლოებით 70%-ია დარჩენილი მიწის მასისგან გასასუფთავებელი ნაწილი. ძალიან დიდი მასაა მოწყვეტილი, მთის ფერდობი, აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე უნდა დავასრულოთ სამუშაოები", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

დღის ამბები