08 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ნიუ იორკში მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილეს

გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად ნიუ იორკში გრძელდება მაღალი დონის შეხვედრები - მონაწილეები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ამჯერად ირანის საკითხზე შეხვედრები ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ გამართა.

მოგერინის თქმით, მხარეები სრულად განაგრძობენ ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულებას.

ახლო აღმოსავლეთი, კერძოდ კი სირია იყო შეხვედრის მთავარი თემა გაეროს გენერალურ მდივანსა და თურქეთის პრემიერს შორის.

აჰმედ დავუთ-ოღლუს თქმით, ასადის რეჟიმმა კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა და ხელისუფლება სირიაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

 

 

დღის ამბები