ყველასთვის ცნობილია, რამდენად ღირსეულად იქცეოდა ჩვენი ქვეყანა უკრაინელების მხარდასაჭერად, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი.
ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო მომავალშიც მხარს დაუჭერს უკრაინას.
„უკრაინის მიმართ ჩვენს მხარდაჭერაზე არაერთხელ გვისაუბრია. ყველასთვის ცნობილია, რამდენად ღირსეულად იქცეოდა ჩვენი ქვეყანა უკრაინელების მხარდასაჭერად, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. გაერო-ში ვიყავი, როდესაც უკრაინის შესახებ სპეციალური სესია მიმდინარეობდა და სწორედ გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან გამოვხატე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.