16 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რომლებიც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა - ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბაღდათის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რომლებიც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის.

ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“,- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გამთენიისას, დაახლოებით ორ საათზე, მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა ოთხი პირი. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის, 5 პირის სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე - მაშველია მობილიზებული.

დღის ამბები