29 სექტემბერი 2024,   03:42
ვრცლად
ასაფეთქებელი მოწყობილობების რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს გავლით გადატანა, შესაძლოა, საქართველოს ომში ჩართვის მიზნით ხდებოდა - მთავარი ორგანიზატორი, რომელიც ეტაპობრივად იკვეთება, ანდრეი შარაშენიძეა - ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ოპერაციაზე, ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა ისაუბრა.

მეტრეველი ვარაუდობს, რომ საქართველოს გავლით, რუსეთის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობების გადატანა, შესაძლოა, საქართველოს ომში ჩართვის მიზნით ხდებოდა.

მისივე თქმით, უცნაურია უკრაინის საელჩოს განცხადებაც, მაშინ, როდესაც დანაშაულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, უკრაინის მმართველი პარტიის წევრი - ანდრეი შარაშენიძეა.

"გარდა იმისა, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო, შესაძლოა ყოფილიყო ძალიან დიდი უბედურების პირდაპირი ტრიგერი. ვგულისხმობ კონკრეტულად საქართველოს ჩართვას საომარ მოქმედებებში. უცნაურია საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება. მთავარი ორგანიზატორი, რომელიც ეტაპობრივად იკვეთება არის ანდრეი შარაშენიძე, რომელიც გახლავთ უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი,"- აცხადებს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი.

დღის ამბები