29 სექტემბერი 2024,   03:11
ვრცლად
მეწყერი დაბა სურამში - ე.წ. ზინდისის დასახლებაში 40 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო

მეწყრული პროცესების გამო, დაბა სურამში 40 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. უხვი ნალექის გამო, მეწყრული პროცესები ე.წ. ზინდისის დასახლებაში განვითარდა.

მეწყრის მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღი და ლამი საცხოვრებელ სახლებთან გაჩერდა და მას ნგრევა ან სხვა ტიპის ზარალი არ გამოუწვევია. მეწყერსაშიში ქუჩებისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია.

სურამში ელოდებიან გეოლოგთა ჯგუფს, რომელიც მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის.

ე.წ. ზინდარას დასახლებაში რჩებიან სამაშველო და საპატრულო ბრიგადები.

დღის ამბები