29 სექტემბერი 2024,   03:01
ვრცლად
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 150-მდე პირი დააკავეს

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 147 პირი დააკავეს. დაკავების ოპერაცია ქვეყნის 33 პროვინციაში ჩატარდა.

გასულ თვეში, სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში, ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" წევრია, ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც თურქეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა. თურქეთის პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა.

დღის ამბები