29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინასა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას.

ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის განცხადებით, შტატები იმუშავებს ნებისმიერთან, ვინც უკრაინის არმიას უხელმძღვანელებს. უკრაინის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი ვალერი ზალუჟნი ალექსანდ სირსკით ჩაანაცვლა.

ამასთან, უკრაინაში ომი გრძელდება. საჰაერო განგაში უკრაინის რამოდენიმე ოლქში დრონებით შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. რუსულმა ძალებმა ღამით დაბომბეს ხარკოვის ოლქი. დაზიანდა ინფრასტუქტურა და გაჩნდა ხანძარი.

დაიბომბა სუმის ოლქის 11 სასაზღვრო დასახლება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა ავდიივკას მიმართულებით რუსი ოკუპანტების 22 იერიში მოიგერიეს, გასული დღე-ღამის განმავლობაში სულ ფრონტზე 52 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

განხორციელდა ტყვეების გაცვლა, უკრაინამ რუსეთისგან 100 ადამიანი დაიბრუნა, მათი უმრავლესობა მარიუოპოლის მცველები არიან.

 

დღის ამბები