29 სექტემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ფილიპინებში მეწყერის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულები და დაკარგულები

11 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა ფილიპინებზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად - მიწის მასაში მოექცა ათობით სახლი და მანქანა. მეწყერი დავაო დე ოროს პროვინციაში, ქალაქ მაკოში მოხდა. დაკარგულთა რიცხვი 110-ს აღწევს.

ოფიციალური პირების თქმით, ევაკუირებულია 1 200-მდე ოჯახი. სამძებრო და სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

დღის ამბები