29 სექტემბერი 2024,   03:36
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა ვაჟა აზარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა - ირაკლი კობახიძე კონსერვატორიაში, კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველო ვაჟა აზარაშვილს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდზე, რომელიც სახელმწიფო კონსერვატორიაში მიმდინარეობს, კომპოზიტორის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის წვერებმა მიუსამძიმრეს.

ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპოზიტორმა ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, არაერთი უნიკალური ნაწარმოებები შექმნა. აზარაშვილს ხვალ მახათას პანთეონში დაკრძალავენ.

დღის ამბები