27 ივლისი 2024,   04:41
ვრცლად
თუ გჯერათ, რომ ღაზაში ბევრი ადამიანი იღუპება, იქნებ, ისრაელს ნაკლები იარაღი მივაწოდოთ - ნეთანიაჰუმ პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა, მაგრამ სად უნდა წავიდნენ? მთვარეზე?" - ბორელი

ჯოზეფ ბორელი შეერთებულ შტატებს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას სთავაზობს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება საკუთარ ნათქვამთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ ისრაელი მშვიდობიან მოსახლეობას კლავს ღაზაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ამის თავიდან ასარიდებლად კონკრეტულ ნაბიჯებს არ დგამს.

„თუ გჯერათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი კვდება, იქნებ ნაკლები იარაღი მივაწოდოთ [ისრაელს], რათა თავიდან ავიცილოთ ამდენი ადამიანის სიკვდილი. თუ საერთაშორისო საზოგადოებას სჯერა, რომ ეს არის ხოცვა, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, იქნებ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იარაღის მიწოდების შეჩერებაზე. ყველა მიდის თელ ავივში და ევედრება „გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას, დაიცავით მშვიდობიანი მოქალაქეები, ნუ მოკლავთ ამდენს“. რამდენია ძალიან ბევრი? რა არის სტანდარტი? ნეთანიაჰუ არავის უსმენს. მან მოუწოდა პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას რაფაჰიდან ევაკუაციისკენ, მაგრამ როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? სად უნდა წავიდნენ ისინი? მთვარეზე? სად აპირებენ ამ ხალხის ევაკუაციას?“, – განაცხადა ბორელმა.

დღის ამბები