05 იანვარი 2025,   12:15
ვრცლად
სლოვაკეთი უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტას განიხილავს - BBC

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 130 000-ზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტით დაემუქრა, - ამის შესახებ BBC წერს. ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, ქვეყნის მთავრობა განიხილავს ზომებს უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის საპასუხოდ.

"პარტიის "კურსი-სოციალური დემოკრატია" (SMER - რობერტ ფიცოს პარტია) სახელით ვაცხადებ, რომ მზად ვართ, მოლაპარაკება ვაწარმოოთ და კოალიციაში შევთანხმდეთ უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასა და სლოვაკეთის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერის მნიშვნელოვან შემცირებაზე", - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

პირველ იანვარს კიევმა დაკეტა მილსადენი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა ცენტრალური ევროპის რუსული ბუნებრივი აირით მომარაგებისთვის. ფიცომ, რომელიც დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა, კიევის ნაბიჯს "დივერსია" უწოდა.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) შეფასებით, სლოვაკეთში 130,530 უკრაინელი ლტოლვილია (ჯამში, მსოფლიოში - 6,813,900).

დღის ამბები