27 ივლისი 2024,   07:29
ვრცლად
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა - მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. არიან დაჭრილებიც.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, მათი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

ბაქოს ბრალდებას, სომხეთის მიერ ცეცხლის გახსნის შესახებ, ტყუილს უწოდებს ერევანი.

"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ნერკინ ხანდას მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არის ორი დაღუპული და დაჭრილები", - ვკითხულობთ სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

დღის ამბები