29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
თურქეთში მეწყერი ჩამოწვა - დაკარგულად ითვლება 9 მაღაროელი

თურქეთში მეწყერი ჩამოწვა. მიწის საკმაოდ დიდი მასა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ერზინჯანის პროვინციაში ჩამოვიდა.

დაკარგულად ითვლება 9 მაღაროელი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს. ოპერაციაში 400 მაშველია ჩართული.

ღამით სტიქიის ადგილზე ჩავიდა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი. მეწყრის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები