29 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სახიფათო და შოკის მომგვრელი, აშკარად არაამერიკული სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს - ჯოზეფ ბაიდენი

ტრამპის განცხადებები საშიში და შოკის მომგვრელია – აცხადებს ბაიდენი. შტატების პრეზიდენტმა კომენტარი დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.

ბაიდენის შეფასებით, ტრამპის განცხადებამ კიდევ უფრო გადაუდებელი გახადა, კონგრესმა დაამტკიცოს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დაფინანსების შეჩერების მხარდაჭერა პუტინის მხარდაჭერის ტოლფასია და ასეთ შემთხვევაში მისი თავდასხმები, შესაძლოა, უკრაინის საზღვრებს გასცდეს.

"ტრამპის განცხადებამ კიდევ უფრო გადაუდებელი გახადა, რომ კონგრესმა დაამტკიცოს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად. აშშ-ის უსაფრთხოებისთვის ფსონები უკვე მაღალი იყო, ვიდრე კანონპროექტს სენატში მიიღებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ეს ფსონები კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სახიფათო და შოკის მომგვრელი, აშკარად არაამერიკული სიგნალი გაუგზავნა მსოფლიოს", - აცხადებს ჯოზეფ ბაიდენი.

დღის ამბები