29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
ქუთაისი-ბარსელონას რეისზე არსებულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება - მობრუნებული რეისი კი ბარსელონას მიმართულებით 19:00 საათზე შესრულდება

ქუთაისი-ბარსელონას რეისზე არსებულ ბორტზე, ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება. ინფორმაციას აეროპორტის გაერთიანების ხელმძღვანელი ადასტურებს.

ირაკლი ქარქაშაძის თქმით, თვითმფრინავში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 

რაც შეეხება ბარსელონას მიმართულებით ფრენას, ის 19:00 საათზე შესრულდება. მგზავრები უკვე ასაფრენ დარბაზში იმყოფებიან. ჩაინიშნა ფრენები ყველა გადადებულ რეისზე და ისინი ეტაპობრივად განხორციელდება.

დღის ამბები