29 სექტემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ჩვეულ რეჟიმში განაახლა მუშაობა, რეისები შეფერხების გარეშე სრულდება

ქუთაისი-ბარსელონას რეისზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება - ინფორმაციას აეროპორტის გაერთიანება ავრცელებს. საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ფრენა ბარსელონას მიმრთულებით ერთ საათში შესრულდება. მგზავრები უკვე ასაფრენ დარბაზში იმყოფებიან.

„მოცემული მომენტისთვის, მიმდინარეობს საჰაერო ხომალდის შემოწმება. ამ ეტაპისთვის მიღებული ინფორმაცია არ დასტურდება. მგზავრების შემოწმება სრულიად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში. აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს 19 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულიად დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს ოპერირებისას, რამე თუ ჩვენ ოპერირების მხრივ უკვე განგვაგრძობთ საჰერო ხომალდების მიღებას და არც ერთ სხვა რეისს არ ჰქონია შეფერხება და დაგვიანება.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოცემული მომენტისთვის, მიღებული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება,“ - აცხადებს”საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

რამდენიმე საათის წინ ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნეს. მიზეზი შეტყობინება გახდა ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ.

„როდესაც შემოვედით აეროპორტში რაღაც ჩოჩქოლი იყო, თავიდან ვერ მივხვდით რა იყო. შემდეგ რამდენიმე ადამიანმა თქვა, რომ ბარსელონას რეისი გაუქმდაო, შემდეგ ზარები შემოვიდა - რას შვებითო და გავიგეთ, რომ ნაღმიაო, როგორც თქვეს. შემდეგ დააბრუნეს ეს თვითმფრინავი. სახანძროები დავინახეთ, რომ მივიდნენ ახლოს,“ - აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.

დღის ამბები