29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
"უკრაინა და ქვეყნის სამხედრო დახმარება" იქნება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი თემა

უკრაინა და ქვეყნის სამხედრო დახმარება იქნება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დღევანდელი სხდომის მთავარი თემა. საკითხის განსახილველად ბრიუსელში თავდაცვის უწყებების პირველი პირები შეიკრიბებიან. ალიანსის წევრი ქვეყნები თავდაცვის ხარჯების გაზრდას აპირებენ. გარდა ამისა, ნატო მათ მეტი საომარი აღჭურვილობის წარმოებისკენ მოუწოდებს.

გუშინ კი ბრიუსელში ჰიბრიდულ ფორმატში ე.წ. რამშტაინის მორიგი შეხვედრა შედგა. მას ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ონლაინ ჩაერთო.

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც.

დღის ამბები