29 სექტემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ატლანტაში, მსროლელმა სკოლის 4 მოსწავლეს ცეცხლი გაუხსნა - შემთხვევა სკოლის ავტოსადგომზე მოხდა

ატლანტაში, მსროლელმა სკოლის 4 მოსწავლეს ცეცხლი გაუხსნა - შემთხვევა სკოლის ავტოსადგომზე მოხდა. როგორც ცნობილია, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა.

ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სკოლაში გაუქმდა დაგეგმილი ღონისძიებები.

სკოლის განცხადებით, მოსწავლეებს ცეცხლი ავტომობილიდან გაუხსნეს.

სროლიდან რამდენიმე წუთში მანქანაში მყოფი 3 ადამიანი, მათ შორის 17 წლის გოგონა, მისი 35 წლის დედა და მამაკაცი დააკავეს, რომლებიც დასაკითხად პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

დღის ამბები