29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
იაპონიამ გასული წლის ბოლოს რეცესია განიცადა და მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა - Reuters

იაპონიამ გასული წლის ბოლოს რეცესია განიცადა და მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის ტიტული დაკარგა - ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, იაპონიას ეკონომიკის მოცულობით გერმანიამ გაუსწრო.

იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტი ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 0.4%-ით შემცირდა, წინა კვარტალში 3.3%-იანი ვარდნის შემდეგ, მაშინ, როცა პროგნოზების თანახმად, 1.4%-იანი ზრდა უნდა დაფიქსირებულიყო. ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნა კი, როგორც წესი, ტექნიკურ რეცესიად ითვლება.

რაც შეეხება გერმანიას, ბაზრის პრობლემებთან ბრძოლა მასაც უწევს. 2023 წელს გერმანიის ეკონომიკა 0,3%-ით შემცირდა. წელს ექსპერტები ზომიერ, 1%-იანზე დაბალ ზრდას ვარაუდობენ.

 

დღის ამბები