29 სექტემბერი 2024,   03:03
ვრცლად
საერთო ჯამში, ეს კანონი არ არის ძაღლებზე და კატებზე, ეს კანონი არის ადამიანებზე, უპასუხისმგებლო მფლობელებზე - შალვა პაპუაშვილი

"მთავარი გამოწვევა, რაც საქართველოს აქვს, არის მიუსაფარი ძაღლები. საერთო ჯამში, ეს არ არის კანონი შინაურ ცხოველებზე. ეს არის კანონი ადამიანებზე," - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პრობლემის რეგულაციის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია.

"საერთო ჯამში, ეს კანონი არ არის ძაღლებზე და კატებზე, ეს კანონი არის ადამიანებზე, ვინაიდან ეს პრობლემა არის ადამიანების შექმნილი. ეს არის ადამიანების, უპასუხისმგებლო მფლობელების მიერ შექმნილი პრობლემა, რომლებიც რამდენიმე თვე ისიამოვნებენ იმით, რომ შინაური ცხოველი ჰყავთ სახლში, შემდეგ ჰბეზრდებათ მისი მოვლა და ქუჩაში აგდებენ.

ამრავლებენ ძაღლებს, ლეკვებს ვერ მიუჩენენ პატრონებს და მათაც ქუჩაში აგდებენ. საბოლოო ჯამში, ეს საფრთხეს უქმნის თავად ცხოველებს და, რაც მთავარია, ადამიანებს და ჩვენს შვილებს.

შინაური ცხოველის ბინადრობის ბუნებრივი არეალი არ არის ქუჩა. შინაური ცხოველი ამით განსხვავდება. ველური ბუნება მისთვის არ არის შესაბამისი. შინაური ცხოველი უნდა იყოს ადამიანთან ერთად. სწორედ ჩვენი, ადამიანების ბრალია, რომ ეს პრობლემა დღეს საქართველოში დგას და ზუსტად ეს არის მომენტი, როდესაც რეგულაციის გარეშე ეს საკითხი არ წყდება," - განაცხადა პაპუაშვილმა.

დღის ამბები