29 სექტემბერი 2024,   03:13
ვრცლად
მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, უკრაინის რეკონსტრუქცია 486 მილიარდი დოლარი დაჯდება - მსოფლიო ბანკი

მომდევნო ათი წლის განმავლობაში, უკრაინის რეკონსტრუქცია და აღდგენა $486 მილიარდი დაჯდება, - ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს

„რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, უკრაინის მთავრობის, მსოფლიო ბანკის ჯგუფის, ევროკომისიისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი შეფასებით, 2023 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, უკრაინის რეკონსტრუქციისა და აღდგენის ჯამური ღირებულება 486 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ერთი წლის წინ, აღნიშნული სამუშაოები 411 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული“, - აღნიშნულია დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, აღდგენით სამუშაოებს ყველაზე მეტად (17%) საცხოვრებელი ობიექტები საჭიროებს. მას მოსდევს ტრანსპორტი (15%), ვაჭრობა და მრეწველობა (14%), სოფლის მეურნეობა (12%), ენერგეტიკა (10%), სოციალური დაცვა და საარსებო სახსრები (9%) და ფეთქებადი საფრთხის მართვა (7%).

დღის ამბები