29 სექტემბერი 2024,   03:06
ვრცლად
"რუსთავი 2" ისევ ნოვატორია და, ქართულ სატელევიზიო ეთერში პირველად, იუმორისტულ შოუს ორ წამყვანთან ერთად ამზადებს - დღეიდან პაატა გულიაშვილის შოუს ნიკა არაბიძე უერთდება

"რუსთავი2 -ზე" დიდი სამზადისია. საქმიანი და ამავდროულად - სახალისო. არხის მთავარი იუმორისტული შოუს მასპინძელმა, საკუთარ სტუდიაში ნიკა არაბიძე მოიპატიჟა, თუმცა არა სტუმრის სტატუსით. დღეიდან პაატა გულიაშვილის შოუს ნიკა არაბიძე უერთდება.

"რუსთავი2" ისევ ნოვატორია და ქართულ სატელევიზიო ეთერში პირველად, იუმორისტულ შოუს ორ წამყვანთან ერთად ამზადებს. დასავლეთის იუმორს, დღეიდან აღმოსავლეთის ემატება. წამყვანები იმერეთიდან და კახეთიდან, მრავალფეროვანი ხუმრობებით, სტუმრებთან ერთად, ერთგულ მაყურებელს მოწყენის საშუალებას არ მისცემენ.

აქ უცხო მისთვის არაფერია. არც სტუდია, არც აუდიტორია, მითუმეტეს, არც პაატა. მრავალწლიანი მეგობრობა ერთ არხზე, ერთ სტუდიაში და ერთი გადაცემის წაყვანით დაგვირგვინდა.

გადაცემის ფორმატი უცვლელია. წამყვანთან ერთად, სიახლე მუსიკალურ ნაწილშიცაა. დღეიდან პაატასა და ნიკას შოუს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი, ლიზა დარასელიას ხელმძღვანელობით.

მუსიკალურ გაფორმებაზე, კვლავ ქსოვრელები იზრუნებენ. გადაცემაში მიხოსა და მაროს ახალი პერსონაჟი ემატებათ. ეს ოჯახის მეგობარი "ჩიტოვიჩია".

დღის ამბები