29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
საბერძნეთი გახდა პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება, ახალი კანონი "ყველას აძლევს სამოქალაქო ქორწინების უფლებას, მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ერთად" და იცავს ბავშვების უფლებებს "მიუხედავად ოჯახის ფორმისა".

საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელმაც ასეთი კანონპროექტი დაამტკიცა.

გასული ათწლეულის განმავლობაში, საბერძნეთმა, ლგბტ+ თემის საკითხზე, არაერთი რეფორმა გაატარა. ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია.

დღის ამბები