14 აგვისტო 2026,   23:38
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერსწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დიდი ბრიტანეთის არმიის ერთობლივი კიბერსწავლება - Defence Cyber Marvel 2024 დასრულდა. კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

ტრენინგი ორიენტირებული იყო კიბერთავდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე. სასწავლო პროგრამის სიმულაციური სცენარი კი, კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევებს ითვალისწინებდა. მონაწილეები ქართველი და ბრიტანელი კიბერწპეციალისტები იყვნენ. 

დღის ამბები