28 სექტემბერი 2024,   04:31
ვრცლად
ქართველი მსახიობი 10 ევროპელ ტალანტს შორის - სალომე დემურია ბერლინალეს კინოფესტივალის სერტიფიკატის ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ერთ-ერთი მფლობელია

10 ევროპელ ტალანტს შორის ქართველი მსახიობიც მოხვდა. სალომე დემურია ბერლინალეს კინოფესტივალის სერტიფიკატის ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ერთ-ერთი მფლობელია. ის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნულმა კინოცენტრმა წარადგინა.

ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის სერტიფიკატი მსახიობს საშუალებას აძლევს, მსოფლიო კინოინდუსტრიის ცნობილ პროდიუსერებსა და რეჟისორებს პირადად შეხვდეს და მათთან საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს.

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველო, მეხუთე დღეა, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი და ცდილობს, ცნობილი კინემატოგრაფები ქართული კინოინდუსტრიით დააინტერესოს.

დღის ამბები