29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
მიხეილ ქორიძისა და ლევან კბილაშვილის მემორიალური დაფები თბილისში - საკითხი საკრებულოში განიხილეს

მიხეილ ქორიძისა და ლევან კბილაშვილის მემორიალური დაფები თბილისში - საკითხზე მსჯელობა საკრებულოში, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე იყო.

კომისიის წევრებმა საკითხს დადებითი შეფასება მისცეს და ის განსახილველად მერიის სპეციალურ კომისიას გადაეგზავნა.

მიხეილ ქორიძე აფხაზეთის ომში მოხალისედ იბრძოდა, სპეცდანიშნულების რაზმში, და სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. ის დაჯილდოებულია მედლით "მხედრული მამაცობისთვის".

რაც შეეხება ლევან კბილაშვილს, ის ქართული ხალხური ფოლკლორისა და საესტრადო მუსიკის შემსრულებელი იყო. 2021 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა მუსიკალური ჯგუფი PanGeo, რომელიც ქართულ ეთნომუსიკას დაეფუძნა.

დღის ამბები