29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი აჩუქა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, რუსეთის პრეზიდენტისგან, "პირადი გამოყენებისთვის", საჩუქრად, რუსული წარმოების ავტომობილი მიიღო, - ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სააგენტო KCNA ავრცელებს.

როგორც კიმ ჩენ ინის და, კიმ იო ჯონგი აცხადებს, "საჩუქარი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის დამყარებული განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობების აშკარა მტკიცებულებაა".

„ამხანაგ კიმ ჩენ ინს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის მიერ წარმოებული პერსონალური ავტომობილი გადაეცა“, - წერს KCNA.

საჩუქრად გადაცემული ავტომობილის მარკა და მოდელი უცნობია.

დღის ამბები