29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ლავროვი ვენესუელაში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენესუელაში, კოლეგასთან, ივან გილ პინტოსთან მოლაპარაკებების გასამართად ჩავიდა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზახაროვას ცნობით, ლავროვი, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ფარგლებში, ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს, ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ თემებსა და ქვეყნებს შორის კოორდინაციის საკითხებს განიხილავს. ასევე, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენესუელის პრეზიდენტსაც შეხვდეს.

ვენესუელამდე, სერგეი ლავროვი, ოფიციალური ვიზიტით, კუბაში იმყოფებოდა.

დღის ამბები