29 სექტემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ჩეხი ფერმერები ევროპის ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ

ჩეხეთში ფერმერები ევროპის ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. პრაღის ცენტრში, აქციის მონაწილეები ტრაქტორებით გამოვიდნენ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება შეაფერხეს.

მოგვიანებით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ დემონსტრაციის ორგანიზატორებს ნამდვილ ფერმერობასთან საერთო არაფერი აქვთ.

ფერმერები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში, მაღალ გადასახადებს აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ ბიუროკრატიული ნორმები გამარტივდეს.

დღის ამბები