29 სექტემბერი 2024,   03:13
ვრცლად
თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტისთვის, საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 26 მლნ ევროს მიიღებს

დედაქალაქის ნარჩენების გადამუშავების პროექტისთვის, საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 26 მლნ ევროს მიიღებს.

სასესხო შეთანხმებას, პროექტის მხარდამჭერ და განხორციელების ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა და შპს თბილსერვის ჯგუფის დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

სესხის თანხები მოხმარდება ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას დედაქალაქისთვის.

დღის ამბები