29 სექტემბერი 2024,   03:37
ვრცლად
დედაქალაქის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხის გადაჭრას ჰუმანური და ეფექტური გზებით გეგმავს - კახა კალაძე

მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის მიმართულებით თბილისის მერია, დამატებით, ახალ პროექტებს გეგმავს. კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ცენტრის აშენდება დააანონსა.

პროექტის ფარგლებში 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და პოსტოპერაციული სივრცით, საოპერაციო ბლოკი მოეწყობა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების საკითხის გადაჭრა დაგეგმილია ჰუმანური და ეფექტური გზებით. კიდევ უფრო გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა.

"დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების საკითხის გადაჭრა დაგეგმილია ჰუმანური და ეფექტური გზებით. გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა. მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება. ასევე, სააგენტომ უკვე შეისყიდა მობილური ვეტკლინიკა, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიმდინარე წელს, ასევე იგეგმება არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია-განახლება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება თითოეულ გამოძახებაზე," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები