16 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია - იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად - რობინ დანიგანი

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში. 

რობინ დანიგანის თქმით, ძალიან მოხარულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პირველი ოფიციალური ვიზიტით, ბრიუსელს ეწვია.

"აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძალზე ძლიერია და ის მოიცავს მთელ რიგ მიმართულებებს: უსაფრთხოება, განათლება, ჯანდაცვა, და ასევე, ძალიან მტკიცე ხალხთაშორისი კავშირები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლისას, იყო ბრიუსელში ვიზიტი, რათა ევროკავშირთან საქართველოს კანდიდატობის სტატუსზე მესაუბრა. და ძალიან მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი არის ბრიუსელში, სადაც ის დღეს იმყოფება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობაზე სასაუბროდ. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში ჩვენ ვიხილავთ, საქართველოს ევროკავშირის წევრად", - აცხადებს დიპლომატი.

ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან. დღეს ის ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლასა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

დღის ამბები