29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
UEFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ლევან კობიაშვილი განიხილება - The Guardian

ალექსანდერ ჩეფერინი UEFA-ს საპრეზიდენტო მარათონში მეოთხე ვადით მონაწილეობაზე უარს ამბობს - ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალ ლიდერს 2027 წელს აირჩევენ.

“არსებობს მოსაზრება, რომ ჩეფერინს თავისი განცხადებით მნიშვნელოვანი ამბის გადაფარვა სურდა, თუმცა, ცნობილია, რომ UEFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატები პოზიციისთვის ბრძოლას უკვე იწყებენ. მათ შორის არიან: პორტუგალიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ფერნარდო გომესი, FIFA-ს საკონსულოს რუმინელი წევრი რაზვან ბურლეანუ და ქართველი ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან კობიაშილი, რომელიც გასულ წელს UEFA-ს აღმასრულებელ კომიტეტში კენჭისყრით აირჩიეს. ცნობილია, რომ კობიაშვილი ჩეფერინის ახლო მოკავშირეა და შესაძლოა გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსიც ჰქონდეს“, - წერს The Guardian.

დღის ამბები