29 სექტემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა საქართველოს მოქალაქე, რომელიც, ირანის დაკვეთით, ჟურნალისტის მკვლელობას ამზადებდა

ჩეხეთიდან აშშ-ში საქართველოს მოქალაქის, ფოლად ომაროვის ექსტრადაცია განხორციელდა. ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს.

წარმოშობით აზერბაიჯანელი კრიმინალური “ავტორიტეტი“ ბრალდებულია აშშ-ში ემიგრირებული ირანელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებაში. ამავე საქმეზე, შეერთებულ შტატებში უკვე გაასამართლეს დანაშაულის ორი თანამონაწილე.

ჟურნალისტის მკვლელობა არ შედგა, რადგან დანაშაული გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მომზადების სტადიაზე აღკვეთა.

ომარავი, რომელიც საქართველოს მოქალაქის პასპორტს ფლობს, ჩეხეთში ერთი წლის წინ დააკავეს და, საექსტრადაციო პროცედურების დასრულების შემდეგ, აშშ-ს გადასცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ირანის რევოლუციური გვარდიის დაკვეთით მზადდებოდა.

დღის ამბები