29 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
საქართველოში ტელეკომბაზრის განვითარებისა და კონკურენტული პირობების ჩამოყალიბების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ახალი დოკუმენტი დაამტკიცა

კომუნიკაციების კომისიამ ახალი დოკუმენტი დაამტკიცა, რომელიც სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის კვლევის პროცედურების, ასევე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე პირების გამოვლენისა და მათთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების სტანდარტებს ადგენს.

დოკუმენტის დამტკიცების საფუძველი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გახდა.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ ახალი დოკუმენტი ევროპელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს, მიზანი კი საქართველოში ტელეკომ ბაზრის განვითარება და კონკურენტული პირობების ჩამოყალიბებაა.

დღის ამბები