ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას.
ცესკო-ს თავმჯდომარემ, მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე.
გიორგი კალანდარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის.