29 სექტემბერი 2024,   03:06
ვრცლად
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტრაილერი მიკროავტობუსს შეეჯახა - დაშავდა 6 ადამიანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს 6 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტახნის წინ ბარჯისხევთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

შედეგად დაზიანებები მიიღო 6-მა ადამიანმა. 

დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

დღის ამბები