29 სექტემბერი 2024,   03:34
ვრცლად
15 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული - ჩინეთში, საცხოვრებელ კორპუსში, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

აღმოსავლეთ ჩინეთში, ქალაქ ნანკინში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც BBC წერს, დაშავებულია 40-ზე მეტი პირი.

პირველადი ცნობებით, ცეცხლი შენობის პირველი სართულიდან, იმ სივრციდან გავრცელდა, სადაც ელექტროველოსიპედები ინახებოდა. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ამავე პროვინციაში, ერთი თვის წინ, სკოლის საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, 13 მოსწავლე ემსხვერპლა. ყველა მათგანი 9 ან 10 წლის იყო.

დღის ამბები