29 სექტემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ბაიდენი კარგ სექსს ხანგრძლივი ქორწინების გასაღებს უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლოდ კარგ სექსს ასახელებს, - ამის შესახებ New York Post-ი ქეითი როჯერსის წიგნზე დაყრდნობით წერს.

"ამერიკელი ქალი: თანამედროვე პირველი ლედის ტრანსფორმაცია, ჰილარი კლინტონიდან ჯილ ბაიდენამდე“ - ასე ჰქვია როჯერსის წიგნს, რომელშიც მოთხრობილია არაერთი შემთხვევა, თუ როგორ უზიარებდა ბაიდენი გარშემომყოფებს საკუთარ მოსაზრებებს თავისსავე მიდრეკილებებზე.

როგორც ავტორი წერს, ბაიდენი საკუთარ თანაშემწეებთან ღიად საუბროდა ჯილთან სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ და ამბობდა, რომ ქორწინების შესანარჩუნებლად კარგი სექსი აუცილებელია.

როჯერსის წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია 27 თებერვალსაა დაგეგმილი.

დღის ამბები