29 სექტემბერი 2024,   03:35
ვრცლად
ომის 2 წლის განმავლობაში, 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა - ზელენსკი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, 31 000 უკრაინელი სამხედროა დაღუპული, - წერს BBC უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით.

ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ კრემლი, უკრაინის დანაკარგების შესახებ, გამიზნულად ავრცელებს დეზინფორმაციას. 

"ამ ომში 31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, არა 300 000 ან 150 000, ან რასაც პუტინი და მისი მატყუარა გარემოცვა ამბობს. მაგრამ ჩვენთვის თითოეული ეს დანაკარგი დიდი დანაკარგია", - ამბობს ზელენსკი.

მისივე თქმით, გაცილებით დიდია რუსეთის დანაკარგი - 180 000 დაღუპული და ათობით ათასი დაშავებული ჯარისკაცი.

 

დღის ამბები