29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოსთან, კაცმა თავის დაწვა სცადა

აშშ-ის დედაქალაქში, ისრაელის საელჩოს წინ, მამაკაცმა ცეცხლი წაიკიდა და თავის დაწვა სცადა. როგორც BBC, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, ის, კრიტიკულ მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ყვირის ცეცხლმოკიდებული კაცი: "თავისუფალი პალესტინა".

აშშ-ის საჰაერო ძალების სპიკერმა მედიას განუცხადა, რომ მამაკაცი მოქმედი მფრინავია.

ადგილზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესაძლო საფრთხის გამო, საელჩოსთან შესაბამისი სამსახური გაგზავნეს, თუმცა გამნაღმველებს რაიმე საშიში მოწყობილობა არ უპოვიათ.

 

დღის ამბები