29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
საათ-ნახევარზე მეტი მემანქანის გარეშე - ინდოეთში, ინერციით მოძრავმა მატარებელმა 70 კილომეტრი დაფარა

ჩრდილოეთ ინდოეთში, პენჯაბის შტატში, ადგილობრივი დროით 7:25 საათიდან 09:00 საათამდე შუალედში, მემანქანის გარეშე მოძრავმა მატარებელმა 70 კილომეტრი გაიარა, - ამის შესახებ BBC წერს.

53-ვაგონიანი მატარებელი, ერთ-ერთ სადგურზე, მემანქანის შესაცვლელად გააჩერეს, თუმცა, მემანქანისა და მისი თანაშემწის ბაქანზე გადმოსვლისთანავე, მატარებელმა ლიანდაგზე მოძრაობა გააგრძელა და 100 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

რკინიგზის თანამშრომლებმა შესაბამისი სამსახურები დროულად ჩააყენეს საქმის კურსში და ლიანდაგებზე გადასასვლელები ჩაიკეტა. საბოლოოდ, ხის მორების მეშვეობით, მატარებლის გაჩერება მოხერხდა.

გაჩერებამდე, ხრეშით დატვირთულმა მატარებელმა 5 სადგურის გავლა მოასწრო. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. 

დღის ამბები