29 სექტემბერი 2024,   03:10
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ათი ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ათი ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა. ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები, რომლებიც რეგიონებში გადანაწილდება, ტყის ხანძრებისთვისაა განკუთვნილი.

უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას განაგრძობს. დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის განახლების არაერთი პროექტი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დღეს გადმოგვეცა 10 სახანძრო მანქანა, რომელიც განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად. აღნიშნული მანქანები დამზადებულია ევროპაში, აღჭურვილია ყველა იმ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობებით, რომელიც სრულად არის მორგებული ხანძრებთან საბრძოლველად," - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი.

 

დღის ამბები